გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი,
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 27 – 33 გრადუსი,
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო;

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version