აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მძღოლია – თურქეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში დაბრუნდა.

ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 18 პირი რჩება.

14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

StopCov.ge-ს 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17 ადამიანი.

კარანტინში რჩება 7597, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 261 ადამიანი.

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version