გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 21 – 26 გრადუსი
- ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 9 აგვისტოს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მომდევნო 2 დღეს კი, 10-11 აგვისტოს, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
______________
ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი