ახლახან [19:30] ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან უარი თქვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

„მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ადგილზე გაეწია დახმარება“, – გვითხრეს სასწრაფოში.

ამავე თემაზე:

203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version