თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 10  ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 29 ივლისს.

დღევანდელი მონაცემებით 248 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version