11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 ადამიანი.

__________

ფოტოზე: ლუგარის ცენტრის თანამშრომლები.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version