მთავარი,სიახლეები

ბულვარში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

10.07.2020 • 1198
ბულვარში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმის ბულვარში დაჭრილ 17 წლის ბიჭს „მედცენტრში“ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს, ღამით მოხდა საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 17 წლის ბიჭი სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში მუცლის წინა კედლის შემავალი ღია ჭრილობებით.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ჯერჯერობთ არ ვრცელდება ინფორმაცია, დაკავებულია თუ არა ვინმე აღნიშნულ შემთხვევაზე.

___________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: