აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 268 კვლევის შედეგი უარყოფითია.
ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს, 25 მაისს, სულ 22 პირია მოთავსებული, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 11 041 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დღემდე აჭარაში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. აქედან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად აჭარაში გარდაიცვალა 2 ადამიანი.
25 მაისის მონაცემებით კარანტინში 1142 პირია. კარანტინი დატოვა 6796-მა პირმა.