მარადიდი ნიგალის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია მდინარე ჭოროხის პირას. ისტორიული სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზემო მარადიდი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ქვემო მარადიდი კი – საქართველოს. სოფელში უმეტესი ეზოები ქვის ყორეებით არის შემოსაზღვრული.







