აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღეს, 8 აპრილს, აღებული 27 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია, არც ერთ პირს კორონავირუსი არ აქვს.
ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 14 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
8 აპრილის [21 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 208 შემთხვევა, სულ გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება – 4 682, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 375 ადამიანი.
__________
ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, სადაც ამჟამად ე.წ. ცხელების ცენტრია