დღეს, 3 მარტს, ბათუმში, მრავალსართულიანი ლიფტის შახტში, მეშვიდე სართულზე, ბავშვი ჩავარდა. იგი შემთხვევის ადგილიდან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
ეს არ არის ლიფტთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი ბათუმში. წელს, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ლიფტი ავარიულად დაეშვა მაშინ, როცა მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორს ექიმების დახმარება დასჭირდა ამბულატორიული წესით.
ამავე თემაზე: