ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან 400 მეტრში მდებარე 25 547 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 1 630 000 ლარია [ანუ, 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 64 ლარი], ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 2 ათასი ლარი.
ქონების აღწერილობაში ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილად მითითებულია – „სასტუმრო/დეველოპერული“.
გასაყიდი ნაკვეთი ქალაქ ქობულეთში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის მდებარეობს.

შენიშვნაში მითითებულია, რომ „30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.“
შენიშვნაში ასევე აღნიშნულია, რომ:
[crosslist]
- საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი და 10 კვ.ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი;
- ნაკვეთს იყენებენ პირები მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე;
- ქონებაზე ვრცელდება მდინარე ,,აჭყვას” 10-მეტრიანი წყალდაცვითი ზოლი;
- მიწის ნაკვეთზე გადის „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში არსებული აჭყვის დამშრობი სისტემის არხი; ასევე კვეთს დაურეგისტრირებელი წყლის მილი;
- საპრივატიზებო ობიექტზე გადის საშუალო წნევის დ200 მმ გაზსადენი მილი.
[/crosslist]