ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში დღეს, 23 თებერვალს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

მთავარი ფოტო: სქრინი „ლეღვას“ ფეისბუქგვერდიდან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version