ბათუმში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, დღეს, 21 თებერვალს, შუახნის მამაკაცს ყელის არეში მიაყენა ჭრილობა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე ობიექტზე მოხდა და მას წინ შელაპარაკება უძღოდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version