Batumelebi | ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო – Batumelebi
RU | GE  

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში 2020 წლის 17 თებერვლიდან საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განახლდა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვთ სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია – 200 ლარი და მათ ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ ბონუსი.

პროგრმაზე მიღება გამოცხადებულია ყველა ქალაქში, სადაც ფინკა ბანკის ფილიალებია განთავსებული.

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, ასევე მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო: აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე, ტესტირება და ინდივიდუალური გასაუბრება.

სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და მსმენელების 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 17 თებერვლიდან 17 მარტამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი