ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის ტაძარი გაქურდეს, კერძოდ გატეხეს სასანთლე, რომელიც ტაძრის შესასვლელში მდებარეობს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასანთლიდან წაღებულია ასამდე ლარი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.