„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 31 ოქტომბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
კერძოდ, 11-დან 18 საათამდე შუქი გაითიშება პუშკინის, შერიფ ხიმშიაშვილის, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ ელექტროენერგია გაითიშება არა მთლიანად ჩამოთვლილ ქუჩებზე, არამედ გარკვეულ კვეთებსა და ადგილებში და ელექტროენერგია აბონენტებს, შესაძლოა, დაგეგმილზე მოკლე დროში მიეწოდოთ.


