10 აგვისტოს ბათუმის ბულვარში შვეიცარიის საელჩო მართავს გამოფენას სახელწოდებით “Switzerland-საქართველო”.

“გამოფენაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ აღმოჩენილი და დანახული შვეიცარიისა და საქართველოს მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოლონადების წინ, 16:00 საათზე დაიწყება.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version