ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. სასწრაფოს ინფორმაციით, „სასამართლოს შენობაში ერთ-ერთი პატიმარი გახდა ცუდად“.

საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფოს მედპერსონალი „ამ წუთებში საბადრაგო სამსახურში ერთ-ერთ პატიმარს უწევს სამედიცინო დახმარებას. მძიმე მდგომარეობა არ არის. ფილტვების პრობლემა ჰქონია პატიმარს. სასამართლო პროცესი კი, რომელიც ამ პატიმრის საქმეს ეხებოდა, უკვე დასრულებულია“.

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version