მთავარი,რეკლამა,სიახლეები

უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

01.08.2019
უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

ბათუმის ნავიგაციის  სასწავლო უნივერსიტეტი 2019-2020  სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე – სატრანსპორტო ლოგისტიკა. სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2000 ლარს. პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი: საერთო სამაგისტრო გამოცდის (ტესტის ტიპი ოთხი კომპონენტიდან), გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B 2.1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.

პარალელურ რეჟიმში კი ბნსუ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე.

რატომ უნდა ისწავლო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში?

უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულება საზღვაო განათლებაშია უკვე 20 წლის განმავლობაში. უნივერსიტეტი ახალგაზრდების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის ყველაზე საიმედო რგოლია.

ბნსუ-ს უპირატესობა

[checklist]

  • აკრედიტებული პროგრამები;
  • სახელმწიფო გრანტით დაფინანსება;
  • სტიპენდიები წარმატებულ სტუდენტებს;
  • გადახდის მოქნილი სისტემა;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
  • სტუდენტზე მორგებული სასწავლო გრაფიკი;
  • საუკეთესო სასწავლო რესურსი;
  • სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლები;
  • სიმულაციის კაბინეტები;
  • პრაქტიკა სასწავლო-საწვრთნელ გემზე

[/checklist]

უფრო მეტს გაეცნობით უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://bntu.edu.ge/

☎+0422 29 25 25; 29 32 32

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.