28 ნოემბერს, 16:00 – 18:30-საათამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ პაატა შამუგიას საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციის თემაა – თანამედროვე ლიტერატურის გამოწვევები.
ლექციის მიზანია, თანამედროვე ლიტერატურაში არსებული გამოწვევების თავმოყრა და საერთო ნიშნით ტიპოლოგია. პაატა შამუგია ისაუბრებს უახლეს ლიტერატურულ ტენდენციებსა და პერსპექტივებზე.
ლექცია ჩატარდება 32-ე აუდიტორიაში.
საჯარო ლექცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართება.
