სიახლეები

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საიას განცხადება ომარ როდონაიას დევნილის სტატუსის შესახებ

12.11.2015
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საიას განცხადება ომარ როდონაიას დევნილის სტატუსის შესახებ

 

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ომარ როდონაიას არასოდეს მიუმართავს დევნილის სტატუსის მოთხოვნით სამინისტროსთვის, შესაბამისად მას არა აქვს დევნილის სტატუსი, ამიტომაც კანონმდებლობით არადევნილის ბინით უზრუნველყოფას სამინისტრო ვერ განახორციელებს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ომარ როდონაიას მდგომარეობას სამინისტროს ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლები შეისწავლიან. 

 

ომარ როდონაიას სამართლებრივ დახმარებას  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი უწევს. ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, როდონაიას უარი უთხრეს დევნილის სტატუსის დადგენაზე. 

 

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ ომარ როდონაიამ 2015 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რომელიც განიხილავს დევნილის სტატუსის დადგენის განცხადებებს.

 

წარმომადგენლობამ მას უარი უთხრა დევნილი სტატუსის დადგენის თაობაზე. აღნიშნული უარი ომარ როდონაიამ საიას აჭარის ფილიალის დახმარებით გაასაჩივრა სასამართლოში აგვისტოში და მას შემდეგ ველოდებით სასამართლო სხდომის დანიშვნას. სამწუხაროდ საქმის გაჭიანურება ნეგატიურად მოქმედებს ომარ როდონაიას მდგომარეობაზეც, ვინაიდან სტატუსის დაუდგენლობა მას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სოციალური პროგრამებით, რომლებიც დადგენილია დევნილებისთვის. ხოლო სოციალური დაუცველის დახმარება, რომელსაც იგი იღებს სახელმწიფოსგან, არ არის საკმარისი ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ამაზე სასამართლო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დევნილის სტატუსზე უარის გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან იმ მტკიცებულებებს, რომელიც ომარმა წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება,” – განაცხადა “ბათუმელებთან” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა.  

 

ომარ როდონაია
ომარ როდონაია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.