დღეს ყინულის სასახლეში აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015” გაიხსნა, გამოფენაში აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის ქართული, თურქული, უკრაინული და ირანული კომპანიები.
საერთაშორისო გამოფენაში წარმოდგენილია ინოვაციები მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიმართულებებით.
გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით.