
სამინისტროს 9 თვის საქმიანობის ანგარიში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომისიის სხდომაზე წარადგინა.
მიმდინარე წლის სამი კვარტალის მონაცემებით:
– ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 1989 ვაუჩერი;
– გულის ქირურგიის პროგრამით გაიცა 345 ვაუჩერი;
– მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამით გაიცა 1646 ვაუჩერი;
– სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით გაიცა 80 ვაუჩერი;
– 106 სოფლის ექიმის დამატებითი შრომის ანაზღაურებისათვის გაიხარჯა 196 063 ლარი, სოფლის ექიმის მომსახურებით ისარგებლა 106 371-მა სოფლის მცხოვრებმა;
– სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ექიმამდელი სამედიცინო სერვისები მიეწოდა 169 221 სოფლის მცხოვრებს;
– თსპ 228 ექთანზე გაიცა 562 841 ლარი შრომის ანაზღაურების სახით, გადაეცათ 56242 ლარის მედიკამენტები, 5638 ლარის ღირებულების გლუკომეტრები და ტესტ-ჩხირები;
– ახალშობილი ტყუპების 53 ოჯახზე გაიცა 108 000 ლარი;
– 100 წელს გადაცილებულ 45 მოქალაქეზე გაიცა 45 ლარი;
– ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახზე, დედებსა და მეუღლეებზე გაიცა 79 000 ლარი;
– სადღეღამისო თავშესაფარში მოთავსდა 20 ბენეფიციარი (მარტოხელა დედები შვილებთან ერთად);
– ჩატარდა გადამდებ დაავადებათა 1243 კერის ეპიდკვლევა;
– მალარიის საწინააღმდეგოდ გამოკვლეულ იქნა– 432 620კვ.მ. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი,ინსექტიციდით დამუშავდა 180 000 კვ.მ., დაგამბუზირდა– 514,1 ჰა ფართობის წყალსატევი;
– ჯანმრთელობის გაკვეთილების ფარგლებში საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განხორციელდა 114 ვიზიტი, 189 შეხვედრა, დაესწრო 4865 მსმენელი;
– მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯფუფში ხორციელდება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ისარგებლა 23 604–მა ბენეფიციარმა: 17 223 მოსწავლემ, 6381 ბაღის აღსაზრდელმა. გამოკვლეულ ბავშვთა 58%–ში გამოვლინდა სხვადასხვა სახის პათოლოგია, რომელთა 28% სიცოცხლეში პირველად იქნა დიაგნოსტირებული;
– ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში, ისარგებლა 1294-მა 0–200 000–მდე სარეიტინგო ქულის მქონე ორსულმა;
– c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, ცენტრის მიერ გაცემული ვაუჩერის რაოდენობა, მ.შ: მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი გამოკვლევების თანადაფინანსებისათვის: I ეტაპი – 417, II ეტაპი – 299, III ეტაპი –73, IV ეტაპი –95. მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო გამოკვლევები – 35;
– C ჰეპატიტის სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტირებით ჩატარდა 2551 გამოკვლევა , მ.შ. 533 დადებითი;
– კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში, განხორციელდა 17 ვიზიტი, გამოიკვლია 719 ბენეფიციარი, მათ შორის შუახევში–10 ვიზიტი, ბენეფიციარი – 430, ხულოში–7ვიზიტი, ბენეფიციარი – 289.
– სმენის სკრინინგი ახალშობილებში – სმენის პირველადი სკრინინგი ჩაუტარდა 434 ახალშობილს;
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 84 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 427 509 ლარის ოდენობით, მათ შორის:
– სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიზნით – 163 794 ლარი;
– მიწისძვრა, ქირა 26 ოჯახი – 70 200 ლარი;
– ხანძარი 26 ოჯახი – 163 515 ლარი;
– ტრანსპორტირება 20 ოჯახი – 30 000 ლარი.
საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდა 16 ეკომიგრანტი ოჯახი
ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სოციალური დახმარების და სამედიცინო მომსახურებისთვის – 470 797 ლარი გამოიყო, საიდანაც დაიხარჯა – 429 393 ლარი, აქედან:
– 62 პაციენტის მკურნალობისთვის – 309 704 ლარი;
– 2 პაციენტის მედიკამენტების შესაძენად – 16 000 ლარი;
– 8 ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის – 70 395 ლარი.
– ქობულეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის – 570 ლარი.
– საზღვარგარეთიდან 2 ცხედრის გადმოსვენებისთვის – 19 724 ლარი.
– ქ. თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვების რეაბილიტაციისათვის – 13 000 ლარი.


