მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან

01.07.2019
ყველაზე მაღალი სარგებელი 12-თვიან ანაბარზე – საუკეთესო შეთავაზება ტერაბანკისგან

მომხმარებლებს, რომლებსაც ანაბრის გახსნა სურთ, შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ახალი შეთავაზებით ისარგებლონ და 12-თვიან დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიიღონ.

სიახლე ტერაბანკის ორ პროდუქტზე — ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ იგი პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რომელსაც ამჟამად მომხმარებლებს ქართულ საბანკო სივრცეში მხოლოდ ტერაბანკი სთავაზობს. ახალი პირობების შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სხვა ბანკში გახსნილი დეპოზიტით ტერაბანკში დანაკარგის გარეშე დაპორტირდეს. პორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მათ ტერაბანკი აუნაზღაურებს. აღნიშნული პირობა 2019 წელს გახნილ დეპოზიტებზე ვრცელდება.

„ეს არის შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თანხა არა მარტო საუკეთესო პირობებით დაზოგონ, არამედ 12-თვიან ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი და დამატებითი საჩუქრებიც მიიღონ. ამავდროულად, დეპოზიტების პორტირება, რომელიც ქართული საბანკო ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული შეთავაზებაა, მათ კიდევ უფრო მეტად მოქნილ არჩევანს სთავაზობს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

მომხმარებლებს, რომელთა ანაბრის ოდენობა 3,000-დან 10,000-მდე ერთეული იქნება, ტერაბანკისგან საჩუქარად ვიზა კლასიკს გადაეცემათ, ხოლო თუ ანაბრის თანხა 10, 000 ერთეულს გადააჭარბებს, ანაბრის ვადა კი — მინიმუმ 12 თვეს შეადგენს, ისინი

უფასოდ ვიზა გოლდს მიიღებენ. ორივე შემთხვევაში მომხმარებლები  SMS დიჯიპასიანი ინტერნეტბანკით დასაჩუქრდებიან. შეთავაზებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტერაბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10  ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 00

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: