Batumelebi | როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31  მაისის 21 საათიდან 1 ივნისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 2-3 ივნისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.