28 აპრილს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 09:00-დან 19:00 საათამდე,  ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.

მერიის ინფორმაციით, ამავე დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულიად უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.

ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version