ხელვაჩაურში, სოფელ სკურდიდში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰესის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამო წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს გაჩეხავენ. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

სკურდიდი ჰესი შპს “ფშავი ჰიდრომ” ააშენა. კომპანიამ მიიღო ნებართვა მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი 71 ძირი წაბლი და 5 ძირი კაკლის ხე.

სანაცვლოდ “ფშავი ჰიდრო” ვალდებულია გაჩეხვის  დაწყებამდე აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ვადების შესახებ და გაჩეხილი ხეები სახეობების მიხედვით დაასაწყობოს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

სკურდიდი ჰესის მშენებლობისათვის 2 მილიონამდე დოლარი დაიხარჯა.

Exit mobile version