გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს. 29 მარტს კი დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 2 – 7 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0-3 გრადუსი სითბო
- ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
_____________
ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი