„ბათუმელების“ ინფორმაციით, „უსაფრთხოების საკითხებში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩევლად გია ფედიჩკინი დანიშნეს.

გია ფედიჩკინი მრჩევლად რამდენიმე დღის წინ დანიშნეს. მან ამ პოზიციაზე ლევან ნაცარიშვილი ჩაანაცვლა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ამ ცვლილების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“.

 

მთავარი ფოტო: გია ფედიჩკინი / ფოტო ფეისბუქგვერდიდან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version