ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ბათუმში 387 განთავსების ობიექტი (სასტუმრო, ჰოსტელი) იყო რეგისტრირებული, რომლებსაც ერთდროულად 22 299 სტუმრის მიღება შეეძლოთ. ამაში არ შედის airbnb.com-ზე დარეგისტრირებული ბინები და ის ბინები, რომელთა  მეპატრონეებიც დღიურად, ინტერნეტის დახმარების გარეშე აქირავებენ ოთახებს.

განთავსების ობიექტებისა და საწოლი ადგილების რაოდენობა  წლების მიხედვით ასე იზრდებოდა:

[checklist]

  • 2015 წელი – 325 განთავსების ობიექტი; 15 426 ადგილი
  • 2016 წელი – 348 განთავსების ობიექტი; 18 277 ადგილი
  • 2017 წელი – 379 განთავსების  ობიექტი; 21 602 ადგილი
  • 2018 წელი – 387  განთავსების  ობიექტი; 22 299 ადგილი

[/checklist]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით 2018 წელს იანვრიდან ნოემბრამდე აჭარას 1 830 888 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც, როგორც დეპარტამენტში ამბობენ, 16 %-ით მეტია 2017 წელს ანალოგიურ პერიოდში შემოსული ტურისტების რაოდენობაზე.

Exit mobile version