დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავარიის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მოტოციკლეტი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version