ძველებური აბრები, ხის ნავი, კაკლის ძველი კარადა, ტორშერი და ტელეფონი, საბეჭდი მანქანა, თითქოს ჰაერში გამოკიდული, ყაისნაღით ნაქსოვი აბაჟურები… ამ ყველაფრის ნახვა დღეს შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში. „ბათუმობა“ წელს ძველი ბათუმის „გაცოცხლებით“ აღინიშნება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე დღის ორ საათზე დაიწყება და საღამოს შვიდ საათამდე გასტანს, მანამდე კი ქალაქის დღესასწაულის სამზადისი „ბათუმელებმა“ დაათვალიერა.
შეგახსენებთ, დღეს ახალი, ლურჯი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. ასევე, ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, უფასო იქნება შესვლა ბოტანიკურ ბაღშიც.
თანამედროვე კომპანიას სახელწოდება ერთი დღით შეეცვალასპირიდონ ჭელიძის ბუკინისტური მაღაზია მართლაც არსებობდა ძველ ბათუმში. დილის ათ საათზე ამ აბრის წინ წიგნს კითხულობდნენეს ძველი კარადა „ბათუმობის“ ორგანიზატორებს აქვე მცხოვრებმა ათხოვა ერთი დღით.„ელვა-დეპეშა“ თანამედროვე ინტერნეტ-კაფე უნდა იყოსეს „აჭარის მუზეუმის“ ექსპონატებია. ნობელების და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებმა ერთი დღით ღია ცის ქვეშ გამოიტანეს ექსპონატების ნაწილიამ სადარბაზო კარს ძველი გრამაფონი ძალიან უხდებაასეთი ნივთები ცოტას თუ შემორჩა სახლში.
თანამედროვე სილამაზის სალონი დღეს ასე გამოიყურებაშემთხვევით ჩავლილი ტურისტებიაქ მოგზაურობას დაგეგმავთ, ტურსააგენტოასუპერმარკეტი? არა, სურსათის მაღაზია
აქ დღეს ქვიშაზე მოგიხარშავენ ყავასმასაჟის სალონიამ ნავთან, სავარაუდოდ, დღეს ყველაზე მეტ ფოტოს გადაიღებენაბაჟური დიდი ბებიების კოლექციიდან