ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავების სიმძიმის შესახებ ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გვაწვდის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version