ნეტგაზეთი • RU

ზღვის წყალი 18 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა ღამით დროგამოშვებით იწვიმოს.

იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25  მაისს, საღამოს და ღამის საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 18 გრადუსია, საბანაოდ საუკეთესო ტემპერატურად 21 გრადუსი მიიჩნევა.

_____________

მანანა ქველიაშვილის ფოტო 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.