მამაკაცი მამინაცვლისა და ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს გაასამართლა მამაკაცი, რომელსაც ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედებოდა ბრალად – შემაკავებელი ორდერის დარღვევა და პოლიციაზე დაუმორჩილებლობა.

 

მამაკაცს 30-დღიანი განრიდება ჰქონდა ცოლთან, რომელიც დედასთან, მამინაცვალთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ერთ სახლში. დაკავებული სწორედ ამ სახლში მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ჯერ მამინაცვალს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ცოლისკენ გაიწია, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

 

დახმარებისთვის დაკავებულის დედამ პატრული გამოიძახა. მამაკაცმა გამოძახებულ პატრულსაც წინააღმდეგობა გაუწია.

 

დაკავებულმა მოსამართლესთან ყველა ბრალდება აღიარა, რაც მას ჰქონდა წარდგენილი.

 

მოსამართლემ განსასჯელს ჰკითხა, განრიდების ეტაპზე სად ცხოვრობდა. მამაკაცმა განაცხადა, რომ ,,ქუჩაში, რადგან წასასვლელი არსად აქვს’’.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version