ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ამ დრომდე კაკო ძნელაძე ხელმძღვანელობდა, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ფრაქციაში სვეტლანა კუდბა და ავთანდილ ბერიძე შედიან.

კოალიციის კიდევ ერთ ფრაქციას – „ქართული ოცნება – აჭარა“  ირაკლი ჯაში ხელმძღვანელობს, ფრაქციაში შედიან: გიორგი მასალკინი და დავით ბაციკაძე.

 

 ახალ ფრაქციას „ დემოკრატიული აჭარა“ სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს, ამ ფრაქციაში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე შედიან.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლეს საბჭოში ორი ფრაქცია აქვს, ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რობერტ ჩხაიძე ხელმძღვანელობს და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“, რომელსაც ირაკლი ბარამიძე ხელმძღვანელობს.

 

კონკრეტულად რამდენით გაიზრდება უმაღლესი საბჭოსთვის საჭირო დაფინანსება ახალი ფრაქციების შექმნის გამო, დაზუსტებულ ციფრს უმაღლეს საბჭოში ვერ ასახელებენ.

ამ დროისთვის  უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერისა და აგრარული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებია ვაკანტური.

 

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version