სიახლეები

ქობულეთის სასამართლოში პანსიონის დაჯარიმების საკითხის განხილვა გადაიდო

01.05.2015
ქობულეთის სასამართლოში პანსიონის დაჯარიმების საკითხის განხილვა გადაიდო

 

საქველმოქმედო ფონდმა “სოციალური პარნტიორობამ” გასული წლის 23 ნოემბერს, ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონი გახსნა, რომელიც ამ ეტაპზე 50 სოციალურად დაუცველ ბავშვის სააღმზრდელო და საგანამანათლებლო მომსახურებას ეწევა.

 

ქობულეთში, ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მიერ დაფუძნებული ბავშვთა პანსიონი  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 15 თებერვალს დააჯარიმა, რაც ფონდის ხელმძღვანელობამ უსამართლოდ მიიჩნია და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

 

ფონდის ადმინისტრაციის განცხადებით მათ ჯანდაცვის სამინისტროს ორი მიმართულებით უჩივლეს: ”1. არსებული კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების გარეშე მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად ჯარიმა სრულიად უკანონოა. 2. იმ დროს, როდესაც აჭარის რეგიონში და მთელს საქართველოში ათობით გაურკვეველი წარმოშობისა და იდეოლოგიის პანსიონი უკვე არაერთი წელია უპრობლემოდ ფუნქციონირებს, დაჯარიმდა მხოლოდ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი”.

 

 

  

”დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურმა სააგენტომ მოითხოვა სოციალური სააგენტოს ჩართვა ამ პროცესში და ამის საფუძველზე სასამართლო პროცესი გადაიდო. კიდევ ერთხელ ხელოვნურად გააჭიანურეს პროცესი, სოციალური სააგენტო შეეძლოთ ორი თვის წინაც ჩაერთოთ საქმეში. შუამდგომლობის მომზადება ალბათ რამდენიმე კვირას კიდევ წაიღებს” – ამბობს  ფონდი “სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.

 

 „სოციალური პარტნიორობას“ დაწესებული ჯარიმა არ გადაუხდია, გიორგი ქვირივიშვილი ამბობს, რომ თანხას ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ სასამართლო, ჯარიმას სამართლიანად სცნობს.

 

”ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარიმა გაუქმდეს. როგორც კი კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ჩვენს პანსიონს და აჭარაში არსებულ სხვა პანსიონებსაც კანონგარეშედ ცნობს (რაც აუცილებელია და ვიცით რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კანონში), ჩვენ მზად ვართ მივმართოთ შესაბამის სამსახურს ლიცენზირებაზე, მაგრამ სანამ ამას კანონი არ მოგვთხოვს – ჩვენ ლიცენზირებას არ გავივლით” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.