ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ნოემბერს დაგეგმილი ხილის ფესტივალი  ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო აღარ გაიმართება. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

„ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version