აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ლიტვის ტურისტულ ბაზარზე მუშაობა ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით დანიშნული რეგულარული ფრენების შემდეგ დაიწყო. უკვე მეორე წელია ლიტვაში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პიარ-ატივობა ხორციელდება. 2015 წელს სარეკლამო კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდა. 6 აპრილიდან 14 ივნისამდე ლიტვის სამ ქალაქში (ვილნიუსი, კლაიპედა და კაუნასი), აჭარა-ბათუმის სხვადასხვა ფორმატის ფოტოები ცენტრალურ ადგილებშია იქნება განთავსებული.
3-6 მაისს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვის ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების კიდევ ერთ საინფორმაციო ტურს უმასპინძლებს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასევე საინფორმაციო ტური ლიტვის უმსხვილესი ტუროპერატორის „Novaturas” ხელმძღვანელი პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ლიტვის მიმართულებით ახალი საინტერესო პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
მედიატურის ფარგლებში აპრილის თვეში, ბათუმში ლიტველი ჟურნალიტების გარდა, პოლონელი და სომეხი ჟურნალისტების ვიზიტიცაა დაგეგმილი.
