ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევგენი კუნჭულია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის თაობაზე მან საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა. საკრებულოში მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მეხუთე ნომერი, ბიზნესმენი როინ ზოიძე ჩაანაცვლებს.
ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 24 ნოემბერს, პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.