ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წელს, ეროვნული გამოცდებით, ბსუ-ში, 2013 სტუდენტი ჩაირიცხა.
„შარშანდელთან შედარებით წელს 150 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა [შესაბამისად, 2163 სტუდენტი] და ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან უკვე დაანონსდა მეორადი ჩარიცხვებიც“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბსუ-ში.
მათივე ინფორმაციით, ბსუ-ში ამ დროისთვის 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ბსუ-ს ინფორმაციით, წელს მოთხოვნადი მიმართულებებია:
- ინგლისური ფილოლოგია
- ფსიქოლოგია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამართალმცოდნეობა
- ქართული ფილოლოგია
- სტომატოლოგია
- საჯარო მმართველობა
- ეკონომიკა
- ისტორია
- ფილოსოფია
- მედიცინა
- ტექნოლოგიური
ნაკლებად მოთხოვნადი მიმართულებებია:
- აგრარული
- ფარმაცია
- ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაცია
- ნავთობისა და გაზის ინჟინერია
„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აეკრძალათ უცხოელი სტუდენტების მიღება. თუმცა, როგორც ბსუ-ში გვითხრეს, მათ არც უცხოელი სტუდენტების მიღებაზე შეჰქმნიათ წელს პრობლემა.
„ბსუ ყოველწლიურად 150-200-მდე უცხოელ სტუდენტს იღებს“, – გვაცნობეს უნივერსიტეტიდან.
სასწავლო პროცესი ბსუ-ში 28 სექტემბერს განახლდება.