სწავლა ხალისით – გზა ვეროპისაკენ!
,,მე ქართველი ვარ,მაშასადამე – ევროპელი!’’
,,მე ქართველი ვარ ჩემი ტრადიციებით, ენით, კულტურით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით“, ,,მე ქართველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი წინაპარი პირველი ევროპელია, შეუძლებელს შევძლებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციები მსოფლიოს ვაჩვენო. ვაჩვენო ჩემი სწავლით, აღზრდილობით, თავმდაბლობით, ტოლერანტობით, შემწყნარებლობით, ჩემი ქვეყნის ისტორიული წარსულისა და აწმყოს სიყვარულით, დანარჩენი მსოფლიოს კულტურის პატივისცემით.“ მოსწავლეთა ესეებში ამოკითხული ეს ფრაზები იმედისმომცემად ჩაგვესმის, ამით ჩვენი აღსაზრდელები გვასაზრდოებენ და სტიმულს გვაძლევენ, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა და მშობლებმა, შეუძლებელი შევძლოთ, მხარში ამოვუდგეთ ჩვენს მომავალს, გადავცეთ ჩვენი გამოცდილება, ვასწავლოთ ის, რაც ვიცით, მივანიშნოთ იმაზე, რაც არ ვიცით და მათ უნდა აღმოაჩინონ, იმაზე, რაც ერთად უნდა ვისწავლოთ.
სწავლა ხალისით _ გზა ევროპისაკენ! – გერმანულ-ფრანგული ენების კათედრის ეს დევიზი სკოლა „ევრო-2000“-ის სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ ეს კათედრა ასრულებს „ევრო-2000“-ის მოსწავლეთათვის მედიატორის როლს, რათა საყოველთაო გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენმა ახალგაზრდობამ შეძლოს ეროვნული და ევროპული ფასეულობების სინთეზი; კოსმოპოლიტური აზროვნების ჩამოყალიბება კი , საბოლოოდ ქვეყნის უკეთესი მომავლის მყარი გარანტი გახდება.
კვირეულის ფარგლებში ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა; ინტეგრირებული გაკვეთილები, კონკურსები, პროექტები, სპექტაკლები; ხელსაქმითა თუ მხატვრობით, მუსიკითა თუ პოეზიით ,გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე შესრულებული თარგმანებითა და მოსწავლეთა ნაშრომებით გაჯერებული ორი საინტერესო კვირა, სკოლის ცხოვრების წარსულ, მაგრამ ლამაზ ისტორიად იქცა. ამბად, რომლის კიდევ ერთი ნაწილი ვნახეთ; ისტორიად, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, ჩვეული ხალისითა და წარმატებით, ამბავი, რომელიც ახარებს და მომავალში კიდევ უფრო გაახარებს ჩვენს მშობლებს, ოჯახებს, ქალაქს, საქართველოს და რომელსაც ერთად ქმნიან სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები და პედაგოგები;
ამბავი, რომელსაც ,,ევრო-2000“ ჰქვია.
მის.: ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქ. N 91
ტელ.:: 422 27-42-47
ელ. ფოსტა: euro2000batumi@yahoo.com
ვებ გვერდი: https://www.euro-2000.ge/