სიახლეები

დავით ბალაძის კომენტარი აუქციონის გაუქმების მიზეზებზე

10.02.2015
დავით ბალაძის კომენტარი აუქციონის გაუქმების მიზეზებზე

 

მინისტრის განცხადებით, რადგან მიწა ბათუმის მერიის საკუთრება იყო, ეკონომიკის სამინისტრო მის გასხვისებას ვერ მოახდენდა.

 

„ამიტომ, მოვითხოვეთ ამ მიწის გადმოცემა აჭარის მთავრობისთვის, რადგან იმ პერიოდში აჭარის მთავრობა მოლაპარაკებებს მართავდა რამდენიმე ინვესტორთან. ჩვენ ვითხოვდით მიწის გასხვისებას ერთ ლოტად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის წესით, რადგან ეს უფრო ეფექტური იქნებოდა“- განაცხადა მინისტრმა.

 

 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებას,  მინისტრის თქმით,  გიორგი კირთაძემ კონკრეტული დირექტივები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისგან ლევან ვარშალომიძისგან მიიღო, რომელსაც ის შვიდ თებერვალს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.