სიახლეები

რატომ ჩამოხია აზერბაიჯანის დელეგაციამ ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე პლაკატები

20.11.2014
რატომ ჩამოხია აზერბაიჯანის დელეგაციამ ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე პლაკატები

 

საინფორმაციო პლაკატებზე, რომელიც ორ ჩეხურ ორგანიზაციას „People in need“ და „The Initiative way“ -ს ეკუთვნოდა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მის გარდაცვლილ მამასთან ერთად. საინფორმაციო პლაკატში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეცვალა 2013 წელს ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის კონსტიტუცია და მოირგო საკუთარ თავზე. ასევე პლაკატებზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაღვევის შესახებ ინფორმაცია და აზერბაიჯანელი უფლებამდაცველის ხადიჯა ისმაილის დაკავების კადრები.

„ეს გამოფენა ეძღვნება ადამიანის უფლებების დარღვევას აზერბაიჯანში. პოლიტიკურ ბიზნესს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები მოვიდნენ და ჩამოხიეს პლაკატები. დააზიანეს გამოფენა,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“„The Initiative way“-ის პროგრამების კოორდინატორმა მარტინ ჰაიზა.

პლაკატების ჩამოხევის ინიციატორი ორი აზერბაინული არასამთავრობო ორგანიზაციის – „ეკოლოგი 2010“ და „მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“ წარმომადგენლები იყვნენ.

„ჩვენი წარმოდგენა უნდათ, თითქოს ჩვენ გვაქვს მხოლოდ პროსახელისუფლებო შეხედულებები. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, ჩვენი ჩვენი სახელმწიფო გვიყვარს, ჩვენ აზერბაიჯანელები ვართ და თუ არის ჩვენთან პრობლემები, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე. ჩვენი პრეზიდენტის და მისი მამის წარმოდგენა, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესმენების, არის შეურაცხყოფა. ჩვენზე ყველაზე მეტად ამან იმოქმედა. ადამიანის უფლებები ჩვენთან ირღვევა ისევე, როგორც ყველაგან. მაგრამ აქ წარმოდგენა მხოლოდ აზერბაიჯანელების, როგორც ჩანს, იყო მიზანმიმართული. ჩვენი წარმომადგენელი განაწყენდა. გასაგებია, რომ კავკასიელებს აქვთ ემოციები. პროტესტის ნიშნად არ დავესწარით ამ სესიას, თუმცა ხმის მიცემაში მივიღებთ მონაწილეობას,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“  წარმომადგენელმა ირაიდა რისაზადემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გრძელდება. აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ფოტოგამოფენა სასტუმრო რედისონის ფოიედან იმ დარბაზში გადაიტანეს, სადაც ფორუმი მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.