სიახლეები

ალეკო ჩიტიშვილი: „ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ“

31.08.2014
ალეკო  ჩიტიშვილი: „ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ“

 

ალეკო ჩიტიშვილი
ალეკო ჩიტიშვილი

უმაღლესი საბჭოს წევრის ალეკო ჩიტიშვილის განმარტებით ეს იყო ფრაქციის რიგითი შეხვედრა პარტიის ლიდერთან და ბოლო დროს აჭარაში სამთავრობო სტრუტურებს შორის დაპირისპირებას არ უკავშირდებოდა. თუმცა ჩიტიშვილი არ უარყოფს, რომ საუბარი იმპიჩმენტის თემასაც შეეხო.

 

კითხვაზე როგორია პრემიერის დამოკიდებულება იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით? – ჩიტიშვილმა უპასუხა, რომ „პრემიერის რეაქცია იყო არაერთგვაროვანი.“

 

„ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ, პირადად მე ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. “

 

გაითვალისწინებს თუ არა პრემიერის რჩევას ალეკო ჩიტიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს მისივე თქმით ფრაქციის სხდომის შემდეგ გამოჩნდება.

„ სხდომის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.“ – უთხრა ალეკო  ჩიტიშვილმა „ბათუმელებს“.

 

შეხვედრას  საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.