მთავარი,სიახლეები

იანვარ-ივნისში 5,2 მილიონი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვები – საქსტატი

30.07.2026
იანვარ-ივნისში 5,2 მილიონი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე გაიცა ნებართვები – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 391 ნებართვა, ეს  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლებია.

გაცემული ნებართვები ითვალისწინებს 5 275 7 00 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.

ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6 პროცენტი – აჭარის, 7.3 პროცენტი კი – კახეთის რეგიონზე.

საქსტატის მონაცმებით 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 546 200 კვ.მ ფართობის 1 459 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9 პროცენტი – თბილისზე, 15.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: