საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 29-30 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თანამშრომლების შეკრებას გეგმავს „გამოწვევების განსაზღვრისა და სამომავლო გეგმების“ მიზნით.
დაგეგმილია 100 თანამშრომლის ჩამოყვანა და განთავსება „ჰილტონში“, რისთვისაც დეპარტამენტი 17 000 ლარს ითხოვს ბიუჯეტიდან, მხოლოდ კვებისთვის.
მოხსენებით ბარათში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს მისწერა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხარჯების გამოყოფის თაობაზე, წერია, რომ „ჰილტონში“ 100 თანამშრომლის შეკრება და კვება, „ხარჯების დაზოგვის მიზნით“ ხდება.
ამ ბარათის მიხედვით, აქ შეკრებული საჯარო მოხელეების ორ ვახშამსა და ერთ ლანჩში 5900 – 5900 ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 17 700 ლარი და ეს მხოლოდ კვებაზე.

სქრინი ხელშეკრულებიდან.
ამავე ბარათში არაფერია ნათქვამი, რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს საგზაო დეპარტამენტის 100 თანამშრომლის „ჰილტონში“ განთავსება 2 დღით.
მომსახურების შესყიდვაზე გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა შპს „ტურინვესტთან“, რომელიც „ჰილტონის“ მფლობელი კომპანიაა. ამ სასტუმროში ერთი ღამის გათევა, ამ სეზონზე, მინიმუმ 250 ლარი ღირს ერთ ადამიანზე.






