მთავარი,სიახლეები

5-6 იანვარს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ იმუშავებენ

31.12.2025
5-6 იანვარს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ იმუშავებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.

„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას“ – აცხადებს სამსახური.

რაც შეეხება გაფორმების ეკონომიკური ზონებს, საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების განყოფილებებს, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებებსა და საბაჟო ტრანზიტის  სამმართველოს [სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას], 2026 წლის 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას“ – წერს შემოსავლების სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე, არ გაორმაგდება განსაზღვრული ტარიფები.“

„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2026 წლის 5 და 6 იანვარი [ორშაბათი-სამშაბათი] უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

ამავე თემაზე: 

5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადეს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: