მთავარი,სიახლეები

უკრაინაში დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი გახსნეს

26.12.2025
უკრაინაში დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი გახსნეს

კიევის რეგიონში, ქალაქ ვიშნევოს პარკში უკრაინული მძიმე დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი დადგეს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით,  ეს დრონი რუსეთ-უკრაინის ომის დროს ოკუპანტებისთვის საშინელების სიმბოლოდ იქცა.

უკრაინული გამოცემა РБК-Україна წერს, რომ უჩვეულო სკულპტურის შექმნის იდეა მოხალისეს, ფილანტროპსა და ბლოგერ იგორ ომელიანოვიჩს ეკუთვნის.

„მტრები ასე უწოდებენ ამ ზომის ნებისმიერ დიდ დრონს. ისინი ყვიროდნენ: „ბაბა იაგა მოფრინავს“ და იმალებოდნენ თავშესაფრებში, რადგან ეს მათ ძალიან აშინებდათ. ისინი ცდილობენ ამ ტექნოლოგიის გამეორებას, მაგრამ არ შეუძლიათ“, – უთხრა მოხალისემ უკრაინულ გამოცემას.

„ბაბა იაგა“ [უკრაინულად- Баба-Язя] უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე დრონების არაოფიციალური სახელია. დრონები აღჭურვილია თერმული ხედვით, მრავალი რადიოარხით და შეუძლიათ 50 კგ-მდე წონის ქობინების ტარება და ჩამოგდება. ასევე, მედიის ცნობით, ამ დრონებს შეუძლიათ 25-კილომეტრიან მარშრუტზე ფრენა ოპერატორთან კომუნიკაციის გარეშე.

ბაბა იაგა სლავური ზღაპრების პერსონაჟია – მოხუცი ჯადოქარი, რომელიც ტყეში, ქათმისფეხა ქოხში ცხოვრობს და ცოცხით დაფრინავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: